რატომ არ ესმით მამაკაცებს, ის რაც ქალებს სწყინთ

  • თბილისელები
  • 30 სექტემბერი 16:34

კვლევებით დადგენილია, რომ ქალი მამაკაცზე ბევრად უფრო კომუნიკაბელურია. ის ისწრაფვის სხვების აზრის მოსმენისკენ და თან, უფრო ხშირად ეთანხმება მათ აზრს.

ძალიან სწყინს, როცა მისი არ ესმით, ნევიულობს და იბუტება. ქალებს ყოველთვის ავიწყდებათ, რომ მამაკაცები მინიშნებებს ვერ ხვდებიან. მამაკაცებს კი სწორედ ეს მოთხოვნა აცოფებთ – მიუხვდეს გულისნადებს ნახევარი სიტყვიდან.


თუმცა ქალებს ხანდახან ზედმეტიც მოსდით. კაცი ღიზიანდება, როცა მის საყვარელ ქალს უნდა, ისეთ საუბარში ჩაერიოს და ისეთ თემაზე გამოთქვას საკუთარი აზრი, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევია. ქალს კი ეს არ ესმის – რა პრობლემაა?!


საიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცი უყვარს, ის თვითონ მიხვდება ამას. გამოიცნობს, რა მოსწონს და რა არა ან რა არის მისთვის საინტერესო, რა სიამოვნებს. არადა, ამას მამაკაცი ვერაფრით მიხვდება.
არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რომ საკუთარი ცხოვრება მათსავე ხელშია. რატომღაც, უფრო მოსახერხებელად მიაჩნიათ, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.


როდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია. როდესაც მამაკაცი სწრაფად მირბის დასახმარებლად – ესეც ნორმალურია. . როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს ნუ გაგაბრაზებთ. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ ამით მიგანიშნებენ, რომ სჭირდებით.

წყარო: თბილისელები