რომელია საბედისწერო ასაკი ადამიანის ცხოვრებაში?

  • თბილისელები
  • 16 მარტი 15:47

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ასტროლოგიურად, კვანძულად საბედისწრო, კრიტიკულ პერიოდს გადის.

როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს ადამიანი, რასაც უნდა აკეთებდეს, გათვითცნობიერებული აქვს მას ეს თუ არა, მისი ცხოვრება ექვემდებარება არა რაიმე პირად, არამედ კოსმიური ამოცანების გადაჭრას.


როცა ესა თუ ის ნიჭი თავისთავად იწყებს გამოვლინებას, მაგალითად, როცა ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის, იურისტი – ბიზნესში, ინჟინერი ხდება პოეტი, ექიმი – ექსტრასენსი, მასწავლებელი – მომღერალი და ასე შემდეგ, სწორედ ესაა ადამიანისთვის, კოსმიური ამოცანის წინაშე დადგომა.


როდესაც ადამიანი 16-დან 18-მდე, 26-დან 28-მდე, 36-დან 38-მდე, 46-დან 48-მდე და 56-დან 58-მდე წლებს გადის, ამ პერიოდში მთვარის კვანძები საწყის პოზიციებს უბრუნდება. ეს ჩვენთვის არის ცხოვრების საკვანძო მომენტები, რომლებიც გვაიძულებენ, შევაფასოთ და გავიაზროთ განვლილი ცხოვრება, ვიპოვოთ წარუმატებლობა-წარმატებების მიზეზები. ისინი მომავლის კორექტივების შეტანაში წარსულის შედეგების შესაბამისად, გვაძლევენ გეზს. ზოგ შემთხვევაში კი, ეს კრიტიკული და საბედნიერო წლებიცაა.


16-დან 18 წლებში იწყება ჩრდილოეთის კვანძის სრული გააქტიურება და ჩართვა – დამოუკიდებელი ცხოვრება, დაძაბული და მტკივნეული ფსიქოლოგიური პროცესი. ამ დროს ხდება ბავშვის მდგომარეობიდან მოზრდილის მდგომარეობაში გადასვლა.


26-დან 28-მდე და 36-დან 38-მდე წლების პერიოდში ადამიანებს უწევთ მთავარი გამოცდების ჩაბარება. ამ დროისთვის ადამიანს მიღებული აქვს განათლება, არჩეული აქვს პროფესია, ცხოვრების გზა. ასევე, შეცნობილი აქვს ცხოვრების ავ-კარგი და ზრუნავს მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაზე. ამ პერიოდში ხშირია ღალატი, ოჯახის დანგრევა, დაოჯახება, სამუშაოს დაკარგვა ან ახლის ძიება, გახდომა ან გასუქება და ასე შემდეგ, ანუ, შეიძლება, მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგეს და შეიცვალოს.


56-დან 58 წლამდე კი იცვლება ამოცანები, მიზნები, გემოვნება. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ხვდება, რა უნდა. ასევე, დგება შინაგანი კრიზისისა და ღრმა შინაგანი გადახალისების პერიოდი. ამიტომ, ეცადეთ, ამ დროს არ მოდუნდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, მისწრაფებებს... მაქსიმალურად დახარჯეთ თქვენი ენერგია და რესურსი.

წყარო: თბილისელები