პატიება ყოველთვის ვინმესთან შერიგებას არ ნიშნავს - ის წყენისგან გათავისუფლებაა

  • თბილისელები
  • 16 მარტი 11:57

ადამიანები ზედმეტად ემოციურები ვართ – ვბრაზობთ, გვწყინს და გვიჭირს პატიება... გარდა იმისა, რომ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, საკუთარ თავს არაკომფორტულადაც ვგრძნობთ.

პატიება ყოველთვის ვინმესთან შერიგებას არ ნიშნავს. პატიება წყენისგან გათავისუფლებაა და რადგან ადამიანებს, ეგოსთან გამკლავება არ შეგვიძლია, აჯობებს, გავაცნობიეროთ, რომ ვინმესთვის პატიება, ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მას.


იმისთვის რომ აპატიოთ, დამნაშავის ძებნას უნდა მოეშვათ. ჩვენ ყველანი ერთნაირად დამნაშავეები და ამავე დროს, უდანაშაულოები ვართ. თქვენ ერთნაირად უნდა აპატიოთ სხვასაც და საკუთარ თავსაც. სხვანაირად სიმშვიდის მიღწევა შეუძლებელია. ცუდი და კარგი ადამიანები არ არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაც კარგი და რაღაც ცუდი. ურთიერთობაში ყველას ჩვენი ტვირთი მოგვაქვს, რომელიც მერე სწორად მოქცევაში გვიშლის ხელს და შედეგად, ყველა ვიღებთ ტრავმას. როცა ვინმეზე ნაწყენი ხარ, ის ადამიანი შენს წარმოსახვაში უნდა დააპატარაო, აქციო პატარა ბავშვად, რომელმაც უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს და ეშლება, იმიტომ რომ ვერ ხვდება, თუ ამით რამეს აშავებს. ასე იფიქრეთ და მისთვის პატიება გაგიადვილდებათ.


დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ ადამიანზე, რომელმაც თქვენში ბრაზი გამოიწვია. შემდეგ ეს სურათი გააქრეთ თქვენი გონებიდან და ღრმად და ნელა ისუნთქეთ. შემდეგ უკვე იმ ადამიანებზე იფიქრეთ, ვინც გიყვართ, ის ადგილები წარმოიდგინეთ, რომლებიც ბედნიერებას განიჭებთ, სადაც სიმშვიდე და სილამაზეა. მერე გული პოზიტივით აივსეთ, სხეულს სასიამოვნო შეგრძნებები დაუბრუნეთ და დამშვიდდებით.
არავის მისცეთ უფლება, დაგირღვიოთ სულიერი სიმშვიდე.

წყარო: თბილისელები