უგულავა სააკაშვილს 10 მცნებიდან 3 მცნების დარღვევაში ადანაშაულებს

  • 30 სექტემბერი 11:49

"ევროპული საქართველოს" ლიდერები მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას "ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო ქმედებებში" დადანაშაულების შესახებ განცხადებას ეხმაურებიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებები სამარცხვინოა.


"3. მცნება
არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა"


სერგო რატიანი კი წერს


"მძიმე სანახავია, მოდერნული სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი შავრაზმელივით რომ ლაპარაკობს".


ხოლო რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, ამბობს, რომ ეს ფარისევლობა და სირცხვილია.


"ყველაფრის კადრება სირცხვილია. პატრიოტთა ალიანსის და ასავალ-დასავლის ტყლაპოში თევზაობა სირცხვილია. ფარისევლობა სირცხვილია. სირცხვილია!".


"მთავარ არხზე" საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას "ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო" ქმედებებში ადანაშაულებს.


როგორც სააკაშვილი ამბობს, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო "ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან".