ტყუპი განსხვავებული ფერის კანით - ნახეთ, როგორები არიან 20 წლის შემდეგ

  • funtime.ge
  • 29 სექტემბერი 16:36

ბრიტანულ ქალაქ გლოსტერში დაბადებული ლუსი და მარია ეილმერები ტყუპი დები არიან. მათი მამა ვინსი თეთრკანიანი მამაკაცია, ხოლო დედა - ნახევრად იამაიკელი.

განსხვავებული რასის ტყუპების დაბადების ალბათობა 1x500 გახლავთ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ტყუპები ყველას აოცებენ.
ლუსის ქათქათა ფერის კანი, ცისფერი თვალები და სწორი, წითური თმა აქვს, ხოლო მის დას - მუქი კანი, მუქი თვალები და მუქი ხუჭუჭა თმა.


„არავის სჯერა, რომ ტყუპები ვართ. თუნდაც ერთნაირად გვეცვას, ნათესავებადაც არავინ გვთვლის, სანამ პირადობის მოწმობას არ ვანახვებთ. დედისთვის ჩვენი დაბადება ნამდვილი შოკი იყო, რადგან ულტრაბგერით გამოკვლევაზე კანის ფერი არ ჩანს და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი სიურპრიზი ელოდა. როცა მეანმა ქალმა ჩვენი თავი დაანახა, დედამ თურმე კინაღამ მეტყველების უნარი დაკარგა“, - ამბობს ლუსი.


ამჟამად გოგონები 20 წლისები არიან და სხვადასხვა კოლეჯებში სწავლობენ. ლუსი ხელოვნებასა და დიზაინს სწავლობს, ხოლო მარია მომავალი ფსიქოლოგია. მარია ექსტრავერტია, ლუსი - ინტროვერტი.




 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge