კაბუ სამშობლოში დიდი გეგმებით ბრუნდება

  • primetimenews.ge
  • 26 სექტემბერი 14:46

საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მომღერალი კახა აბულაშვილი (კაბუ)ბოლო სასამართლოს მოლოდინშია. მისი დის, მაჩო აბულაშვილის ინფორმაციით, კაბუ სამშობლოში დიდი გეგმებით ბრუნდება.

 

 


როგორც კაბუს და, მანჩო აბუაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მისი ძმა ახლა კარგად არის, მეგობრებთან ერთად ცხოვრობს და ბოლო სასამართლო პროცესს ელოდება, რომ მერე სამშობლოში დაბრუნდეს.


მანჩო აბუაშვილი: კაბუმ თვითონაც არ იცის, როდის არის ბოლო სასამართლო პროცესი ჩანიშნული. ახლა მის ჩატარებას ელოდება და საქართველოში ჩამოვა. წამოსვლა ახლაც შეუძლია, მაგრამ უთხრეს, სასამართლოზე შენი სახელი რომ ახსენონ, იქ რომ არ იყო, პრობლემა შეგექმნებაო. ამიტომ ელოდება სასამართლოს ჩატარებას.


ერთი მისი ქართველი მეგობარი, კესა ციხეში ჭლექით დაიღუპა. საერთოდ არ პატრონობდნენ. კაბუ ამას ითხოვდა, ან კლინიკაში გადაეყვანათ, ან ექიმი მიეყვანათ ციხეში...


საქართველოში ჩამოსვლა ძალიან უნდა, აქ დიდი გეგმები აქვს. ჯერ არ ამბობს, კონკრეტულად რას გეგმავს. სხვადასხვა ქალაქშია. ძირითადად, ნიცაშია. მეგობართან ერთად მუშაობს, თავი გააქვს, მშობლები ეხმარებიან.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge