სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ზოლთან ჯარისკაცი დაიჭრა

  • pia.ge
  • 26 სექტემბერი 12:23, 2019 წელი

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას იარაღი გაუვარდა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.


შს სამინისტოში აცხადებენ, რომ რომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge