ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

  • M2B
  • 26 სექტემბერი 11:55

აღმოსავლეთ ინდონეზიაში მალუკუს პროვინციის დედაქალაქ ამბონიდან 40 კმ-ში, 26 სექტემბერს, ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 08:46-ზე მაგნიტუდით 6.5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

ამ დროისათვის დადასტურებულია 1 ადამიანის გარდაცვლება, საავადმყოფებშია მოთავსებული რამდენიმე დაშავებული. მიწისძვრას მასობრივი ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა შენობების ნაწილი სერიოზულად დაზიანდა. ცუნამის საფრთხე ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებლა.


ინდონეზია სეისმურად აქტიური რეგიონია. 2018 წელს კუნძულ სულავიზე მაგნიტუდით 7.5 სიმძლავრის მიწისძვრამ 4000 ადამიანი იმსხვერპლა, უფრო ადრე 2004 წლის 26 დეკემბერს 9.1 მაგნიტუდის სიმძლავრს მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რამაც 15 სახელმწიფოში 230 000 ადამიანი შეიწირა.დაღუპულთა შორის უმრავლესობა - 170 000 ინდონეზიაში ცხოვრობდა.

სრული ვერსიის ნახვა M2B