ახმეტაში, სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

  • pia.ge
  • 26 სექტემბერი 11:53, 2019 წელი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დამწვარი ცხედარი სასაფლაოზე მწყემსმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს რამდენიმე დღე ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანის ავზიც.


ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და სოფელ კოღოთოში მშენებლობაზე მუშაობდა. მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე მუხლით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge