"იმხელა გამოცდილება მაქვს, გვარამია რაკეტით ვერ დამეწევა"- ჯაჯანიძე

  • ასავალ დასავალი
  • 25 სექტემბერი 13:48

გასულ კვირას ნიკა გვარამიამ თავის ფეისბუქ-გვერდზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სხვა რაკურსის" წამყვანი გია ჯაჯანიძე ცინიკურად მოიხსენია.

ამ პოსტთან დაკავშირებით კი ფსიქოლოგმა და ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა:


"გვარამიას ამ პოსტზე არ ვუპასუხებ, მასზე ბევრი წლით უფროსი ვარ და თავისი ცოდნით, განათლებითა თუ ინტელექტით სულ თავდაყირა რომ დადგეს, იმხელა გამოცდილება მაქვს, ვერც თვითმფრინავით დამეწევა და ვერც რაკეტით. გვარამიას მსგავსი ბევრი რევოლუციონერი მინახავს და ვიცი, სად არიან დღეს, ისიც ვიცი, გვარამია სად იქნება… გვარამია დაბადებული არ იყო, თავისუფალ აზრს რომ ვქადაგებდი. ეტყობა, ჩათვალა, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში პავილიონი მექნება და გაიღიმა.  


გვარამიას არც ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი, ჩემთვის საყვარელი ადამიანის ქორწილში ხელი მაქვს ჩამორთმეული. არც კი ვიცი, გამიზნულად დაწერა თუ სპონტანურად შემოაგდო, იმაზე ნამდვილად არ ავიტკიებ გულს, ერთ დღეს გვარამიას ჩემზე რაღაცის თქმა რომ მოუნდა", – აღნიშნა "ასავალ-დასავალთან" ჯაჯანიძემ.

წყარო: ასავალ დასავალი