გადააყენებენ თუ არა კობა გვენეტაძეს?

  • imedinews.ge
  • 25 სექტემბერი 13:35

რა პრეტენზიები არსებობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ და უნდა გადადგეს თუ არა ის თანამდებობიდან? - ამ სათაურით imedinews.ge მასალა აქვეყნებს სადაც ეროვნული ვალუტის ისტორიულ გაუფსაურებასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგობლობაზე წერს.

სტატიაშ ნათქვამია რომ ლარის კურსს გვენატეძის განცხადებები აზიანებს  კონკრეტულად კის საუბარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება "საგარეო შოკის" შესახებ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელში აქტიური კამპანია გაჩაღდა. კრიტიკული სტატიები პრესაშიც გამოჩნდა. კამპანიის დაწყება ლარის კურსის ისტორიულ გაუფასურებას და ფასების ზრდას (ინფლაციას) დაემთხვა. კობა გვენეტაძე სებ-ის პრეზიდენტად პარლამენტმა სამი წლის წინ აირჩია. ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა მას მხოლოდ 4 წლის შემდეგ ეწურება.


 
კონკრეტულად რას ედავებიან კობა გვენეტაძეს?
 


ყველაფერს, რაზეც შეიძლება მოედავო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ზოგადად, მაღალჩინოსანს: არაკვალიფიციურობას, არაკეთილსინდისიერებას, არასწორ გადაწყვეტილებებს და საზოგადოებასთან დამაზიანებელ კომუნიკაციას.


უფრო კონკრეტულად:


- არასწორ სავალუტო პოლიტიკას და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების არასწორ ინტერპრეტაციას;
- არასწორი და უკუეფექტის მქონე საბანკო რეგულაციების მიღებას;
- პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ან/და ასეთის მხარდაჭერას.  


რის შედეგადაც:


- ლარის კურსი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა;
- ფასები იზრდება (ინფლაცია გადაცდა დაგეგმილ მაჩვენებელს); 
- ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე კრედიტს ვერ იღებს;
- სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი დაზიანდა;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების გაყიდვები შემცირდა; 
- ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის ნდობა დაკარგა.


რატომ მიიჩნევენ გვენეტაძეს არაკვალიფიციურად და არაკეთილსინდისიერად?


ოპონენტების თქმით, გვენეტაძის არაკვალიფიციურობა მისი საქმიანი გამოცდილებიდან მოდის. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევამდე, ის სავალუტო ფონდის (IMF) ვაშინგტონის ოფისში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროს ეკონომისტად 13 წლის განმავლობაში, უცვლელად მუშაობდა და ეს არის ყველაზე მაღალი პოზიცია, რაც მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობამდე ეკავა.


გვენეტაძის ბიოგრაფიის ამ მონაკვეთით ხსნიან ოპონენტები მის „გულგრილ“ დამოკიდებულებას დღევანდელი საქმიანობის მიმართ. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რეალურად, „ის პირველ რიგში, სავალუტო ფონდის ჩინოსანია და მხოლოდ შემდეგ - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გაცილებით მეტს ფიქრობს იმაზე, თუ რა პოზიციაზე და რა გარანტიებით განაგრძობს საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში სებ-ის პრეზიდენტობის შემდეგ, ვიდრე იმაზე, თუ რა სჯობს ახლა ქართული საბანკო-საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“. 


სებ-ის პრეზიდენტისადმი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაა ისიც, რომ „დედოლარიზაციის“ ინიციატორი, რომელიც ლარის სიმყარის აუცილებლობაში სხვებს არწმუნებს, თავად ფულადი დანაზოგების უდიდეს ნაწილს უცხოურ ვალუტაში ინახავს და ამ წინააღმდეგობრივ ფაქტს დამაჯერებლად ვერ ხსნის.


რა არ მოსწონთ გვენეტაძის სავალუტო პოლიტიკაში?


პრეტენზიების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:


- ეროვნული ბანკი დაგვიანებით რეაგირებს სავალუტო რყევებზე;
- თავს იწონებს უცხოურ ინსტიტუტებთან სავალუტო რეზერვების შევსებით, ნაცვლად ქვეყნის შიგნით ამ რეზერვების სწორი მართვისა;
- ეროვნული ბანკის მკაცრად გაცხადებული „არ ჩარევის“ პოლიტიკა ვალუტის სტაბილურობას აზიანებს;
- ბანკებისათვის სავალდებულო სავალუტო რეზევების გაზრდამ და მათთვის სავალუტო საკრედიტო რესურსის გაძვირებამ შეამცირა ბანკების მიერ ქვეყნის უცხოური ვალუტით დაკრედიტება (ამ გარემოებას ამძიმებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება).
- აკეთებს ისეთ არაადეკვატურ საჯარო განცხადებებს, რომელიც ლარის სტაბილურობას აზიანებს.


სპეციალისტების აზრით, ეროვნული ბანკის მცდარ სავალუტო პოლიტიკას და მის შედეგებს, თვალსაჩინოს ხდის საქართველოს სავალუტო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობაში საყოველთაო უნდობლობის ზრდა, რასაც მოწმობს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოკითხული რესპონდენტების 70% არ ენდობა.


რა განცხადებები აზიანებს ლარის სტაბილურობას?


მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება „საგარეო შოკის“ შესახებ. სპეციალისტების აზრით, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ასევე ეროვნული ბანკის და მისი ხელმძღვანელის მიერ წარსულში გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებები: 


2016 წელს სებ-ი აცხადებდა, რომ ლარის კურსის მერყეობას მხოლოდ დროებითი ფაქტორები იწვევს ($1 ფასი - 0 2.4 ლარი); 2017 წელს ითქვა, რომ ეს კურსის რყევის ჩვეულებრივი პროცესია ($1 ფასი - 2.6 ლარი); 2018 წელს გვენეტაძემ განაცხადა, რომ შეუძლებელია გაცვლითი კურსის პროგნოზირება ($1 ფასი - 2.8 ლარი); 2019 წელს კი ($1 ფასი - 3.0 ლარი) ყველაფერი „საგარეო შოკით“ და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნა, მაშინ როდესაც თავად ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 7-8%-ით გაიზარდა.


 

წყარო: imedinews.ge