ცნობილია, როგორ უნდა გამოთვალოთ საკუთარი სექსუალურობის მაჩვენებელი

  • თბილისელები
  • 24 სექტემბერი 15:14

ძირითადად, ადამიანები გარშემო მყოფებზე შინაგანი სექსუალურობით ახდენენ შთაბეჭდილებას, ისე, რომ ამას, თავადაც ვერ ხვდებიან.

ზოგადად, სექსუალურობა თანდაყოლილია და მასზე ასტროლოგიური მაჩვენებლებიც არის „პასუხისმგებელი“. თუ გსურთ, გაარკვიოთ რამდენად სექსუალური ხართ, შეკრიბეთ თქვენი დაბადების დღის, თვისა და წლის მაჩვენებელი და დაიყვანეთ შედეგები მარტივ ციფრამდე (1-დან 9-მდე). ასე მიიღებთ ცხოვრებისეული გზისა და სექსუალურობის რიცხვს. მაგალითად, თუ დაბადების თარიღია 12.07.1973, მაშინ 1+2=3 0+7=7 1+9+7+3=20=2+0=2 3+7+2=12=1+2=3 ანუ, ამ ადამიანის ცხოვრებისეული გზის და სექსუალურობის ციფრია 3.
1 – გამოირჩევიან საკუთარი თავის რწმენით. ბევრი ამ თვისებას სექსუალურობად მიიჩნევს. გარეგნობაც შესაბამისი აქვთ, ახასიათებთ გრაციოზულობა და მომაჯადოებელი გამოხედვა. თუმცა, საწოლში ეგოისტები არიან და ყურადღებას მხოლოდ აქეთ მოითხოვენ, იქით კი არაფერს გასცემენ. ასევე, თავად იჩენენ ინიციატივას და არ მოსწონთ, როცა მათ სექსუალურობაზე მიანიშნებენ ან აშკარად ეარშიყებიან. ზოგადად, მათთვის სექსი კიდევ ერთი საშუალებაა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
2 – ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სულის ერთობა, საერთო ინტერესები და ფსიქოლოგიური კომფორტი. თუ ყველაფერი ეს არ არის, მაშინ მათი სექსუალურობა ჩრდილში რჩება, ხოლო თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მაშინ შეუძლიათ, ლოგინში სასწაულები მოახდინონ. თუმცა, მათი სექსუალური შესაძლებლობები არასოდეს არის თვალში მოსახვედრი. თბილები არიან და სიფაქიზით ეკიდებიან საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს, უყვართ ალერსი.
3 – გახსნილები არიან და უყვართ სექსუალური ექსპერიმენტები. ხშირად იცვლიან პარტნიორს, რადგან გამუდმებით სურთ გამოსცადონ ახალი შეგრძნებები. არ განიცდიან თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. მიმზიდველები არიან, თუნდაც საუბრის დონეზე. ხშირად, საკუთარი სექსუალურობის ტყვეები ხდებიან, რადგან გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობების აგება არ შეუძლიათ.
4 – მათთვის პირველ ადგილზე სამუშაოა, მეორეზე კი – სექსი. თუმცა, მთელი არსებით ეშვებიან განცხრომაში და შეუძლიათ მოსინჯონ არა მარტო ყველანაირი ინტიმური ურთიერთობა, არამედ უამრავი პარტნიორიც. თუ ერთხელ განიცდიან იმედგაცრუებას, ხდებიან კონსერვატიულები და მკაცრად აქვთ განსაზღვრული სექსის დოზები. გარეგნულად სექსუალურობით არ გამოირჩევიან.
5 – საოცრად სექსუალურები არიან გარეგნულად და ამ საკითხში საქმითაც გამოირჩევიან. ინტიმური სიახლოვისგან ნამდვილ სიამოვნებას იღებენ. მათ თამამად შეგვიძლია, „სექს-გურმანები“ ვუწოდოთ.
6 – გარეგნულად სექსუალურები არიან და სიამოვნებით იყენებენ ამას. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ სექსს აღმერთებენ. უბრალოდ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში ჰარმონიულობა სუფევდეს. და თუ სასიყვარულო პარტნიორი მათ იმედებს არ გაუცრუებს, მაშინ საწოლში ნამდვილ ფოიერვერკს მიიღებს. მაგრამ, თუ რაღაც მიზეზით ის არ მოეწონათ, მაშინ მას მაშინვე მოიცილებენ. არასოდეს ღალატობენ საყვარელ ადამიანს. მიაჩნიათ, რომ ეს მათ თავმოყვარეობასაც შელახავს.

წყარო: თბილისელები