“ვაკელ კაცებს კახელები მირჩევნია – მე ვიქნები მდიდარი, ტატუებიანი ბებო”

  • სარკე
  • 24 სექტემბერი 14:33

"როცა დავინახე, ყველა მამაკაცი ერთნაირია, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არავისი დახმარება არ მჭირდება",-ამის შესახებ ჟურნალისტმა, პიარ სპეციალისტმა ლალი მოროშკინამ ჟურნალ "სარკეს" განუცხადა. 

ვერა-ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ბავშვობიდან უპირატესობას რეგიონებში მცხოვრებ ბიჭებს ვანიჭებ. პროვინციაში ისევ არის შემორჩენილი ქალის პატივისცემა, მოკრძალება. მოვლენ, დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან. კახელმა მამაკაცმა შეიძლება რაღაც უხეშად გითხრას, მაგრამ არ მოგატყუებს. ვისთანაც ვმეგობრობ, ვიცი, სუფრასთანაც რომ ისხდნენ და რაიმეში დამჭირდნენ, ადგებიან და მომეხმარებიან, არ მიღალატებენ.


ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. დიდი ხანია მარტო ვარ და ამას განაპირობებს ჩემი ცხოვრების სტილი. სიღნაღში ხან საწნახელით დავბოდიალობ, ხან ქვევრით და ხანაც შეშით, ამიტომ სიღნაღელებმა ელია შემარქვეს. ყველაფერს მარტო ვაკეთებ.


ჯერ კიდევ მაშინ, როცა გვერდით მამაკაცები მედგნენ, მინდოდა, ჩემი ბიზნესი მქონოდა. ყველა მეუბნებოდა, რაში გჭირდება, ჩვენ ხომ აქ ვართო. არ ვარ მიჩვეული, სხვას ვუთხრა, თმის დასავარცხნი ან რამის საყიდელი ფული მომეცი-მეთქი. გამოდის, რომ თავმოყვარეობასა და მორჩილებას შორის არჩევანი გავაკეთე.


სიღნაღამდე ჯერ შეკვეთილში დავიწყე მშენებლობა და მუშებთან ერთად ხელებდაკაპიწებული, ბოტებით დავრბოდი. მერე მივიღე რისკიანი გადაწყვეტილება, წამოვედი სიღნაღში და აქაც მარტო ვშრომობ. ჩემს ერთ თაყვანისმცემელსაც კი არ უკითხავს, ამ პერიოდში რას ვჭამდი და ვსვამდი. ის მილიონრებიც, რომლებსაც შეკვეთილში სახლები ჩემი სახლის გვერდით ჰქონდათ, მშენებლობას რომ მოვრჩი, მერე მეუბნებოდნენ, ერთი გადარეკე, იქნებ ასფალტიც დაგვიგონო.


როცა დავინახე, ყველა მამაკაცი ერთნაირია, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არავისი დახმარება არ მჭირდება, ჩემს შეცდომაზეც და გაკეთებულზეც პასუხს მე ვაგებ. მივდივარ ნიცაში ისე, რომ ჩემს ხარჯზე არავინ მიმყავს. მე ავირჩიე დამოუკიდებლობა და თავს მშვენივრად ვგრძნობ.


როგორ წარმოგიდგენიათ სიბერეში ლალი მოროშკინა?


– ის იქნება მდიდარი, ტატუებიანი ბებო, რომლისგანაც შვილიშვილებს მუდმივად რაღაც დასჭირდებათ. მდიდარი, ღირსეული ბებოს იმიჯი ყოველთვის მომწონდა და მეც ასეთი ვიქნები.

წყარო: სარკე