ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

  • 23 სექტემბერი 20:07

ცნობილი მსახიობის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, წერს Variety.

ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს. 


კარმენ ჩაპლინი აცხადებს, რომ გეგმავს რადიკალურად გადახედოს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებას და შეისწავლოს მცირედი დეტალები. დოკუმენტურ ფილმში იგეგმება ანიმაციის და მისი ფილმებიდან ნაწყვეტების გამოყენება.