თამთა მეგრელიშვილი: სხვადასხვა კვლევებით, სასამართლოს ეფექტურობისა და სანდოობის კუთხით ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიც არის ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი

  • 23 სექტემბერი 19:10

„სხვადასხვა კვლევებით, სასამართლოს ეფექტურობისა და სანდოობის კუთხით ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიცაა ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი“, - განაცხადა იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ სანდოობა გაიზარდა და სისტემაში ძირეული ცვლილებები შეინიშნება. 


მისი თქმით, „NDI -ის მიკერძოებული კვლევების შემკვეთი და ავტორი, რომელსაც „კარგი კუთხით შეცდომა გაეპარა“, ამბობს, რომ მოსახლეობის 5 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში არსებობს პრობლემა:


„ძალიან რთული იყო 9 წლიანი უსამართლობის დანატოვრის აღმოფხვრა. მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს შესაძლებელია საქმის სამართლიანად განხილვა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. „საბოტაჟის მცდელობა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მიმართავენ, არის ემოციებზე დამყარებული და არ უნდა ავყვეთ, არ უნდა აჰყვეს არც საზოგადოება და არც ჩემი კოლეგები, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი პროფესიის და სახელმწიფოს მიმართ“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში, გურამ ნიკოლაშვილის საავტორო გადაცემა „დღის ქრონიკაში“.