ძროხის დაკვლის გამო ინდოეთში კაცი სასიკვდილოდ სცემეს

  • primetime.ge
  • 23 სექტემბერი 19:03

ინდოეთში მამაკაცი ძროხის დაკვლის გამო, სასიკვდილოდ სცემეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10-15-მდე ადამიანმა 3 მამაკაცი ძროხის დაკვლაში დაადანაშაულა და ფიზიკურად გაუსწორდა. ცემის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა. მესამემ შედარებით სუსტი დაზიანებები მიიღო.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge