GUCCI-ის ახალ კოლექციას მოდელი პროტესტით გამოეხმაურა - ფოტოები

  • 23 სექტემბერი 18:26

"ფსიქიკური ჯანმრთელობა მოდა არაა", - ასე გააპროტესტა მოდელმა ცნობილი მოდის სახლის, GUCCI-ს ბოლო კოლექცია, რომლის კონცეფციაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების სამოსი იყო.

 

ჩვენება კვირას, 22 სექტემბერს, გაიმართა.


მოდელმა, აიშა ტან-ჯონსმა, რომელმაც კოლექცია გააპროტესტა, მოგვიანებით საკუთარ სოციალურ ქსელში ჩვენებიდან ვიდეო გამოაქვეყნა იმავე წარწერით.


როგორც არტისი და მოდელი, რომელსაც საკუთარ თავზე გამოუცდია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე ჰყოლია ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები, რომლებსაც აქვთ დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია, მტკივნეულია ისეთი დიდი მოდის სახლისგან, როგორიცაა GUCCI ამ თემისა და ცონცეფციის გამოყენება მოდის შესაქმნელად" - ამბობს მოდელი.


გუჩის წარმომადგენლის თქმით, ბრენდი კოლექციას გაყიდვაში არ ჩაუშვებს.


ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენისას Burberry-ც გამოეხმაურა, რასაც მწვავე კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა.