ამ ნიშნების მიხედვით შესაძლებელია დაადგინონ რამდენად მყარია წყვილის ქორწინება

  • imedinews.ge
  • 23 სექტემბერი 18:07

წყვილებისთვის საქორწილო ფოტოსესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და როგორ ფოტოგრაფები ამბობენ, ფოტოსესიებზე გადაღებული სურათებით მეტნაკლებად წყვილების სამომავლო თანაცხოვრების განსაზღვრაა შესაძლებელი.

 ამის შესახებ ისინი გამოცემა Insider-ს ესაუბრნენ. 


ფოტოგრაფებმა რამდენიმე მომენტი დაასახელეს, რომლითაც წყვილის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი. ესენია:


1. სიცილი - ქორწილში ახლად დაქორწინებულების სიცილი კარგის ნიშანია. "ფოტოგადაღება შეიძლება დამღლელი იყოს. ამ დროს კი როცა პარტნიორები სიცილისთვის ძალას პოულობენ, ეს ბევრ რამეს მეტყველებს. მით უფრო თუ ჩანს, რომ გადაღების პროცესი სიამოვნებას ანიჭებთ, მათ ურთიერთობას არაფერი ემუქრება", - ამბობს არიელ ჩაპმენი, რომელსაც საქორწილო ფოტოების გადაღების 13-წლიანი გამოცდილება აქვს.


2. თვალით და შეხებით კონტაქტი - ფოტოგრაფ ერიკა უაითინგის თქმით, პირველივე შეხვედრისთანავე ჩანს წყვილები აშორებენ თუ არა ერთმანეთს თვალს: "ხშირად ეხებიან ერთმანეთს ხელით, გვერდი გვერდ დგანან, ასე იქცევიან მაშინაც კი თუ სხვას ესაუბრებიან. ესეც მყარი ურთიერთობის მაჩვენებელია",- ამბობს ფოტოგრაფი.


3. ფოტოგადაღების მიმართ ინტერესი - "თუ ახლად დაქორწინებულები გადაღების მიმართ ინტერესს არ ავლენენ, მაშინ აქ რაღაც რიგზე ვერ არის. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება თუ წყვილი ერთმანეთის მიმართ სარკასტულ გამონათქვამებს იყენებს", - ამბობს უაითინგი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge