"იმის მაგივრად რომ ხელი შეეწყო მეძუძური დედისთვის ხელფასი 200 ლარით დაუკლო"

  • 23 სექტემბერი 16:42

ჩემი გოგოს უფროსს რომ ჰკითხო, ეკლესიაურია, არადა მეძუძურ დედას 200 ლარით დაუკლო ხელფასი", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამრიკო. მ წერს. 

 

"სასოწარკვეთილი კი არა გაცოფებული ვარ. ჩვენს ქვეყანაში სამართალს ხომ ვერ იპოვი. როდემდე უნდა ავიტანოთ კერძო ობიექტებზე დამსაქმებელთა თარეშს. ჩემმა გოგომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავისი პროფესიით რომ ვერაფერი იშოვა დაიწყო მაღაზიაში მუშაობა. 12 წელია მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე, გათხოვდა დაორსულდა. ცხრა თვე იმხელა მუცლით სამსახურში დადიოდა. მშობიარობამდე ოთხი დღით ადრე ეგრეთ წოდებულ დეკრეტულში.( რა თქმა უნდა დეკრეტულის ფულს კერძო მეპატრონეები არ იძლევიან.) ბავშვი ხუთი თვისაა ძუძუზე ჰყავს. იძულებული გახდა ბავშვი ხელოვნურს შეაჩვიოს რომ სამსახურში გავიდეს და ბავშვი მე დამიტოვოს. უფროსთან რომ მივიდა სამსახურის თაობაზე. ხელფასი 200 ლარით დაუკლო. მიზეზი თურმე დოლარის აწევაა და თურმე მაღაზიის მეპატრონეს (ვისგანაც აქვს ნაქირავები მაღაზია ) უხდის დოლარებში ქირას. რომ ჰკითხო ჩემი გოგოს უფროსი ეკლესიურია და მარხვებს იცავს. იმის მაგივრად რომ ხელი შეეწყო მეძუძური დედისთვის ხელფასი დაუკლო 200 ლარით. ისიც არ გაითვალისწინა როგორ ერთგულად ემსახურა წლების განმავლობაში. ფაქტიურად მაღაზიას ჩემი შვილი ამუშავებდა. მართლა სად შეიძლება ვიპოვო სამართალი. გაოგნებული და გაცოფებული ვარ", - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.