თამარ მახარობლიძე ირმა ნადირაშვილზე: როდესაც ასეთ სკანდალურ, ინფორმაციას აძლევ გამოძიებას, არც იმის უნდა გეშინოდეს, რომ წყარო დაასახელო

  • 23 სექტემბერი 14:59

„როდესაც ასეთ სკანდალურ, ინფორმაციას აძლევ გამოძიებას, არც იმის უნდა გეშინოდეს, რომ წყარო დაასახელო“, - ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანს, რომელსაც წყაროს დასახელება, საკუთარი ნათქვამის დასაბუთება არ შეუძლია, მისი ნათქვამი ვერ იქნება სარწმუნო.


„როდესაც ასეთ მნიშვნელოვან, სკანდალურ, ინფორმაციას აძლევ გამოძიებას, არც იმის უნდა გეშინოდეს, რომ წყარო დაასახელო. ანონიმური შეტყობინებისგან ბევრი არაფრით განსხვავდება ასე მოწოდებული ინფორმაცია. ეტყობა განმცხადებელს, რომ მისი მიზანი სიმართლის დადგენა კი არ არის, არამედ კვლავ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა. ადამიანს, რომელსაც წყაროს დასახელება, საკუთარი ნათქვამის დასაბუთება არ შეუძლია, მისი ნათქვამი ვერ იქნება სარწმუნო. კანონი კი იძლევა უფლებას, ირმა ნადირაშვილს დაკითხვისას ინფორმაციის წყარო არ დაესახელებინა, მაგრამ ხომ არსებობს მორალური პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა, რომელსაც პირადი დამოკიდებულებები, სოციალური, მორალური და ეთიკური ღირებულებები განსაზღვრავს“, - წერს თამარ მახარობლიძე.


შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.