ფონიჭალაში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა

  • 23 სექტემბერი 14:14

ფონიჭალაში კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც "ნიუ-ჰოსპიტალში" "პირველს" განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები გახდა. 


ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გუშინ გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალში" შეიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.