კოღო 1 დღეში უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ზვიგენი 100 წელიწადში

  • M2B
  • 23 სექტემბერი 12:08

რომელი უფრო საშიშია კოღო თუ ზვიგენი? ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ კითხვას კონკრეტული პასუხი გააჩნია და ეს პასუხია კოღო.

პასუხი იმას არ ნიშნავს, რომ კოღოსა და ზვიგენის ორთაბრძოლისას კოღო გაიმარჯვებს, მაგრამ კაცობრიობისთვის მაინც უფრო ეს პატარა მწერია საშიში, რადგან კოღო 1 დღეში იმაზე მეტ ადამიანს კლავს ვიდრე ზვიგენი 1 საუკუნეში. უფრო კონკრეტულად ზიკას ვირუსისა და მალარიის გადამტანი კოღოები ყიველდღიურად საშუალოდ 1470 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, მაშინ როცა უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ზვიგენის თავდასხმისგან ადამიანის გარდაცვალების სულ 1035 შემთხვევა დაფიქსირდა. თუ 2016 წლის მონაცემებს 1 საუკუნეზე გავწერთ მივიღებთ ძალიან დიდ რიცხვს რომელიც 53 მლნ-ს აღემატება. საბოლოოდ კი დგინდება, რომ კოღოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზვიგენით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს 51 840-ჯერ აღემატება.



გარდაცვლილთა უმეტესობა აფრიკის რეგონზე მოდის, რაც თავის მხრივ კლიმატით და ეკონომიკური გაჭირვების გამო იქ მცხოვრები ადამიანების დაბალი იმუნიტეტით აიხსნება. პრობლემის მოსაგვარებლად ბილ გეითსის ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი შედეგების მიუხედავად მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად რჩება.


კოღო და ზვიგენი ერთადერთი უჩვეულო წყვილი არაა, მაგალითად ესპანურმა გრიპმა ე.წ. ისპანკამ სულ რაღაც 2 წელიწადში 2-ჯერ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა 4 წელიწადში. კომუნიზმმა უფრო მეტი ადამიანი შეიწირა ვიდრე ორივე მსოფლლიო ომმა ერთად.  

სრული ვერსიის ნახვა M2B