"წერილი განსხვავებული ქარიზმით და სასიამოვნო ტონით იყო გაჟღენთილი, ფოტოც არ მინახავს, პირველივე ვოის მესიჯით მოვინუსხე"

  • 23 სექტემბერი 10:50

ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში რომაული არდადეგების შესახებ წერს. 

"კიდევ ერთი ამბავი უნდა მოვყვე, რომაული არდადეგებიდან... 


მოკლედ, რომში როცა წავედი ბევრი წერილი მივიღე იქაური ქართველებისგან, რომ მნახავდნენ და ა.შ. დროში ვიწვოდით და ფიზიკურად ვეღარ ვნახავდი ყველას, ამიტომ, მოდი ბარემ არავის ვნახავმეთქი ვიფიქრე.


ნინის წერილი განსხვავებული ქარიზმით და სასიამოვნო ტონით იყო გაჟღენთილი, ფოტოც კი არ მინახავს, პირველივე ვოის მესიჯით მოვინუსხე და მეთქი ოკ. თან ფლორენციაში ვცხოვრობო, რომში მინდოდაო და ბარემ შენს იქ ყოფნას დავამთხვევო, მეთქი ადამიანი ამხელა გზაზე მოდის, აუცილებლად უნდა ვნახო.


ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბევრი ვისეირნეთ, ვიცინეთ, ვინაყინეთ, ფოტო-სესიებიც გვქონდა, შოფინგიც და მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი დღე იყო რომში, ჩემთვისაც და დედაჩემისთვისაც. მერამდენედ ვრწმუნდები, რომ სულ ტყუილად გავურბივარ ქართველებს მოგზაურობისას, ქურდების და სამაიმუნოდ წასულების გარდა - ბევრი ძალიან საყვარელი ქართველი ცხოვრობს ევროპაში.


ჰოდა, არაფერი, უბრალოდ მომინდა საჯაროდ გამომეხატა მადლიერება", - წერს შეროზია.