რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 23- 29 სექტემბრის პერიოდში

  • sputnik-georgia.com
  • 23 სექტემბერი 10:24

ამ კვირაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ სამყაროს მინიშნებებს.

 

აუცილებელია სახლის დასუფთავება, ზედმეტი და უსარგებლო ნივთების გადაყრა, ასევე, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლება.


ვერძი


ორშაბათიდან პლანეტები არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რის გამოც ნეგატიურ ენერგიას გამოასხივებენ. ასტროლოგები გირჩევენ, დაზოგოთ ძალები, რადგან ეს კვირა, შესაძლოა, ძალზე არაპროგნოზირებადი და დამღლელი აღმოჩნდეს, ამასთან, საშიშიც. ხშირ–ხშირად დაისვენეთ და ძალიან არ დაიღალოთ.


 


პლანეტების არახელსაყრელი მდგომარეობა სასიყვარულო სფეროში პრობლემებს მოიტანს. შესაძლოა, საყვარელ ადამიანში იმედი გაგიცრუვდეთ. მთავარია, ემოციები შეიკავოთ რთულ მომენტებში. ზოგადად, ადამიანეთან ურთიერთობებში, სჯობს, არ იყოთ იმპულსური, რადგან ასეთ მომენტებში ნეგატივს სერიოზული კონფლიქტების გამოწვევა შეუძლია.


კურო


ყველაზე წარუმატებელი დღეები 25 და 26 სექტემბერი გელოდებათ. ამ დროს ვარსკვლავები და პლანეტები მძლავრ დისონანსში შევლენ, რისი შედეგიც ცხოვრების ყველა სფეროში გახდება საგრძნობი. რთულ მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. გარშემომყოფების მიმართ თანაგრძნობით განეწყვეთ, დაეხმარეთ მათ რთულ მომენტებში.


ფინანსებსა და სამუშაოს კვირის პირველი ორი დღე დაუთმეთ. ორშაბათსა და სამშაბათს ახალი შესაძლებლობები და წარმატებები გელოდებათ. დანარჩენ დღეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე, თანაგრძნობა.


ტყუპი


პლანეტები ამ კვირაში თქვენ მხარეს იქნებიან, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ თქვენს დაცვას უარყოფითი ემოციებისა და გარშემომყოფების ნეგატიური ენერგიისგან. წაგადგებათ ფიზიკური დატვირთვები, სეირნობა. ასტროლოგები გირჩევენ, არავის გაანდოთ თქვენი გეგმები, მათ შორის, არც ახლობლებსა და მეგობრებს.


ექსპერტების მკაცრი რეკომენდაციაა, სახლი კარგად მოაწესრიგოთ. ეს ყველა საქმეში კარგი ენერგეტიკული ფონისა და იღბლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ასევე, სახლის სუფთა და მოწესრიგებული ატმოსფერო საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს.


კირჩხიბი


ამ კვირაში, შესაძლოა, დადებითი განწყობა ყოველთვის არ გქონდეთ, განსაკუთრებით, 24 და 26 სექტემბერს. 23, 24 და 29 სექტემბერს კი პირიქით, ძალზე პროდუქტიული, სასიამოვნო მომენტებით სავსე დღეები იქნება. შეძლებთ მოტივაციის მიღებას და ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში წარმატებების მიღწევას.


კარგი იქნება, თუ ამ კვირაში ბევრ სიკეთეს გააკეთებთ ახლობელი ადამიანებისთვის, კოლეგებისთვის და უცხოებისთვისაც. სამყარო ამ სიკეთეს ორმაგად დაგიბრუნებთ. ცუდი განწყობისგან გათავისუფლებაში საყვარელი საქმეები დაგეხმარებათ. ეჭვები და სკეპტიციზმი უკუაგდეთ. ახლა შიშებისა და მერყეობის დრო არ არის.


 ლომი


პოზიტიური ენერგეტიკული ტალღები თქვენთვის ძალისა და იღბლის წყარო გახდება, თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი პლანეტის გავლენა ორშაბათიდან შესუსტდება. ამის გამო ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ საკითხებში, ებრძოლოთ მერყეობასა და ეჭვებს.


ვარსკვლავები ამ კვირაში მაინცდამაინც არ გეხმარებიან, მაგრამ არც დაბრკოლებებს გიქმნიან. შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი მიმართულებით მოძრაობა. კარგი იქნება ახალი წამოწყებები სამუშაოზე, ბიზნესში. სიყვარულში ახალ საფეხურზე შეიძლება გადასვლა, მაგალითად, ერთად ცხოვრების დაწყების ან დაქორწინების შეთავაზება.


 


 


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com