Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

  • imedinews.ge
  • 23 სექტემბერი 10:13

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს.

წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში „სამეფო კარის თამაშებმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


HBO-ს სერიალის მერვე, დასკვნით სეზონთან ერთად ამ კატეგორიაში „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (Better Call Saul), „პირადი მცველი“ (Bodyguard), „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones), „ევას მკვლელობისას“ (Killing Eve), „ოზარკი“ (Ozark), „პოზა“ (Pose), „მემკვიდრეობა“ (Succession) და „ეს ჩვენ ვართ“ (This Is Us) იყვნენ წარმოდგენილი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge