"დარჩა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ომი არ იწყება, ეს მუსიკაა"

  • 23 სექტემბერი 00:43

 23 სექტემბერს სოულის გენიალური შემსრულებელი რეი ჩარლზი დაიბადა.

მან საფუძველი ჩაუყარა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას, შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრსა და პოპ სტანდარტებში. თავისი კარიერის განმავლობაში რეი ჩარლზი 17 გრემის მფლობელი გახდა.


რეი 7 წლის იყო, როცა მხედველობა დაკარგა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, უმცროსი ძმის დაღუპვით გამოწვეული სტრესი გახდა.


მუსიკოსის გენიალური ფრაზები:


"დარჩა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ომი არ იწყება, ეს მუსიკაა"


"დედა ყოველთვის ამბობდა ჩემზე: ის უსინათლოა, მაგრამ არა უჭკუო"


"მახსენდება კონცერტი, სადაც სცენაზე დუკ ელინგტონთან ერთად უნდა მემღერა. სანამ დუკის სახელს გამოაცხადებდნენ, იგი ექიმების გარემოცვაში იყო. თუმცა, სცენაზე გამოსვლის შემდეგ ვერვაინ ვერ შენიშნა თუ რამხელა პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აი, რა სასწაულების მოხდენა შეუძია უბრალო ნოტებს. თუ თავს ცუდად გრძნობთ, წადით შინ, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიებს და გახსოვდეთ, რომ მსგავსი სასწაული თქვენც შეგემთხვევათ!"


"უკეთესია ყოველი დღე ისე განვლო, თითქოს იგი შენი უკანასკნელი საათებია, ერთხელაც აუცილებლად მართალი აღმოჩნდებით"


"ფორტეპიანო - არც მეტი და არც ნაკლები, ეს მუსიკის საწყისია"


"როცა კარგ სიმღერას ქმნი, მისი გაფუჭება ცუდი ხმის მქონე მომღერალსაც კი არ შეუძლია"


"მხედველობა - ეს არის ის, რაც შენს ქვეცნობიერში არსებობს."