"ჩემო თოჯინა, შენ ამბობდი: “არ ვიცი როგორ მოვიქცე ცხოვრებაში, ფილმში კი ყოვლისშემძლე ვარ!"

  • 23 სექტემბერი 00:31

"მშვენიერი ლეგენდა" რომი შნაიდერი 23 სექტემბერს დაიბადა.

"ჩემო თოჯინა, შენ ამბობდი:“არ ვიცი როგორ მოვიქცე ცხოვრებაში, ფილმში კი ყოვლისშემძლე ვარ!“...არა, სხვები ნამდვილად ვერ გაიგებენ იმას, რომ რაც უფრო მოუმზადებელი ხარ ცხოვრებისთვის, მით უფრო დიდი მსახიობი შეიძლება იყო....სხვები იტყვიან, რა დიდებული მსახიობია, რა ტრაგიკოსი. მათ არ იციან, რომ თავად შენ ხარ ტრაგიკული ქალი, ვისაც ეს ცხოვრება ძალიან ძვირად უღირს... არ ესმით, რომ შენს ეკრანულ როლებში, შენი პირადი დრამებია ასახული... და თუ ანათებ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იწვი..." - ასე გამოემშვიდობა ალენ დელონი რომი შნაიდერს.


ის იყო ქალი, რომელმაც ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც. რომიმ დელონი "ქრისტინას" გადაღებებზე გაიცნო და თავდავიწყებით შეიყვარა. ერთად მხოლოდ 5 წელი იცხოვრეს, შემდეგ რომი მეორედ გათხოვდა და ვაჟი შეეძინა. ალენმა მას "აუზში" ერთად თამაში შესთავაზა, ქალი დათანხმდა. ქმარმა მსახიობს ეს ნაბიჯი ვერ აპატია და ჯერ დაშორდა, მოგვიანებით კი თავი ჩამოიხრჩო. ამან რომიზე ძალიან იმოქმედა, უკანასკნელი წვეთი კი 14 წლის ვაჟიშვილის ტრაგიკული სიკვდილი გახდა. რომი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა. ამ ამბიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. ფიქრობდნენ, რომ თავი მოიკლა, მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გული გაუსკდა. "მშვენიერი ლეგენდა" 23 სექტემბერს დაიბადა.