უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის სერაფიონ ფრუიძის ნეშტი იპოვეს

  • 22 სექტემბერი 23:36

ომის ვეტერანისა და სამხედრო ჟურნალისტის ზაირა მიქატაძის ინფორმაციით, უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ქართველ ჯარისკაცს, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის ნეშტი. 

მიქატაძე, 10.01.1939 წელს საბჭოთა არმიაში გაწვეული და შემდგომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის ნათესავებს გამოხმაურებას სთხოვს.


"ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ნეშტი, რომელიც ეკუთვნის ქართველ ჯარისკაცს, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძეს. დაბ.1918 წ. ცაგერის რაიონის ს.ალპანაში. საბჭოთა არმიაში გაწვეულია 10.01.1939 წ. ცაგერის კომისარიატიდან. სავარაუდოდ, ომმა ჯარში მოუსწრო და ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჯარისკაცის ნათესავებს ვთხოვ, გამომეხმაურონ ტელ. ნომერზე: 598 59 46 55."