BMW 6 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

  • imedinews.ge
  • 22 სექტემბერი 22:08

Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლისთვის, BMW-ს ახალი ხელმძღვანელი ოლივერ ციპსე კომპანიაში სავარაუდოდ 5000-დან 6000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. 

მანამდე BMW-ს ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ კომპანიაში დასაქმებულ 135,000 თანამშრომლს საფრთხე არ ემუქრებოდა და ისინი სტაბილურად გააგრძელდებდნენ მუშაობას. 


ოლივერ ციპსე BMW-ს ახალი ხელმძღვანელი სულ ახლახანს გახდა. მან ჰარალდ კრიუგერი,2019 წლის აგვისტოდან  ჩაანაცვლა. 55 წლის ოლივერ ციპსე რამდენიმე ათეული წელია BMW-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge