იორკი მეგობარი ქალის სიკვდილით გამოწვეულ "მძიმე პერიოდზე" ალაპარაკდა

  • imedinews.ge
  • 22 სექტემბერი 21:14

რეიჩელ ოუენი 2016 წელს, 48 წლისა სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. ის და ტომ იორკი ერთად 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ორი შვილი, ნოა და აგნესი შეეძინათ.

Radiohead-ის ფრონტმენი ტომ იორკი იმ "მძიმე პერიოდის" შესახებ ალაპარაკდა, რომელიც მისმა ოჯახმა საყვარელი პარტნიორის, რეიჩელ მერი ოუენის გარდაცვალების შემდეგ გამოიარა.


როგორც ტომ იორკმა გადაცემაში თქვა, ახლა მისი მთავარი მიზანია დარწმუნდეს, რომ "ოჯახი ამ ყველაფერს გაუმკლავდა". 


"მე არ მაქვს იმის იმედი, რომ დედას შევუცვლი, თუმცა ჩვენ კარგად ვართ. ორივე მათგანით ვამაყობ, გაოცებული ვარ მათით. არც კი მჯერა რა საერთო შეიძლება მქონდეს მათთან იმდენად საოცარი ადამიანები არიან", - ამბობს ტომ იორკი შვილების შესახებ. 


ტომ იორკის თქმით, როდესაც რეიჩელი გარდაიცვალა, ძალიან რთული პერიოდი იყო, რომელიც ბავშვებთან ერთად გამოიარა. "ის [რეიჩელი] ძალიან დაიტანჯა. ახლა ვცდილობ რომ ყველაფერი გამოგვივიდეს და იმედი მაქვს, რომ ასეც ხდება", - თქვა მომღერალმა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge