თბილისში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

  • 22 სექტემბერი 18:44

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.