ხელისგულზე თუ ეს სამი ასო შენიშნეთ, რჩეული ადამიანი ხართ

  • sputnik-georgia.com
  • 22 სექტემბერი 18:31

ეზოთერიკოსებსა და ქირომანტებს მიაჩნიათ, რომ ხელისგულზე არსებული ხაზები დიდ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხასიათსა თუ მის მომავალზე.

 


სფეროს ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ასეთი სამი ასოა: M, V და X – რომლებიც ხელისგულზე „იბეჭდება“ და მფლობელის შესახებ ბევრს მეტყველებს.


ვნახოთ, რაზე მიანიშნებენ ისინი.


ასო М


თუ ადამიანს ხელისგულზე ოთხივე მთავარი ხაზი (გულის, თავის, ბედისწერისა და ცხოვრების) ეკვეთება, დიდია შანსი, რომ ისინი ასო M-დ ჩამოყალიბდეს.


ასეთ ადამიანს აქვს ძლიერი ინტუიცია და ტყუილის გამოცნობის უნარი. სწორედ ამის გამო აღწევენ ისინი ცხოვრებაში ბევრს. ამ ასოს მფლობელები ხშირად 40 წლამდე მდიდრდებიან.


თუ М მარჯვენა ხელზეა გამოსახული - ადამიანი მატერიალურადაა მდიდარი, ხოლო თუ მარცხენაზე - სულიერადაც.


ასო V


ხშირ შემთხვევაში ეს ასო გულის ხაზის სიახლოვეს ისახება და ადამიანის იღბლიანობაზე მიანიშნებს.
ასეთებს აქვთ წარმატებული კარიერა, შეუძლიათ დაამყარონ საჭირო კავშირები, რაც პროფესიულ საქმიანობაში ეხმარებათ.


როგორც წესი, მათ არაერთი ცხოვრებისეული სირთულის გადალახვა უწევთ, მაგრამ ამ გამოცდებს იოლად ართმევენ თავს


ასო Х


ისახება თავისა და გულის ხაზებს შორის. ასეთებს არ აშინებთ სიძნელეები და გამუდმებით მზად არიან მეტოქეებთან შესაჭიდებლად. ამასთან, თუ ეს ასო მარჯვენა ხელისგულზეა, ესე იგი, ადამიანს ანალიტიკური გონება აქვს და გადაწყვეტილებებს ყოველთვის მას შემდეგ იღებს, რაც კარგად აწონ-დაწონის ყველაფერს. სწორედ ეს უწყობს მათ ხელს, წაიწიონ წინ.


თუ Х ორივე ხელისგულზე შეგხვდათ, ესე იგი, ადამიანი ლიდერადაა დაბადებული, არის ნიჭისა და იმავდროულად გაწონასწორებულობის ეტალონი.

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com