"შემთხვევითი არ არის რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის"

  • 21 სექტემბერი 15:15

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლის წინაშე იქადაგა.


"ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა. შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს", – განაცხადა პატრიარქმა.


სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვისაც აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.


ბერი ანდრიას ფონდის დამაარსებლები, ბერი ანდრიას მშობლები – ნესტორ მიოორავა და თინათინ ჩხვიმიანი საპატრიარქო სიგელით დაჯილდოვდნენ. წირვას ფონდის აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ.