ბებიების 20 სიბრძნე

  • 21 სექტემბერი 14:43

ბებიაჩემმა დამიბარა:

1. ვირისგან წიხლი რა თქმა უნდა საწყენი არააო, მაგრამ ჯობია ზოგადად ვირებს მოერიდოო.


2. პირველ ღილს თუ არასწორად შეიკრავ, დანარჩენიც აგერევაო, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ შენ ყველაზე ბოლოს ამჩნევო.


3. ვირმა თუ გადმოგაგდო, ეგრევე ცხენს ნუ წაეპოტინები, დაიცადეო, მაგრამ დაიმახსოვრე შვილოო, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ცხენი რომ გადმოგაგდებს, არასოდეს ვირს არ წაეპოტინოო.


4. მარტო კეთილი გულით სიმართლის ნერგს სიპ ქვაზე ვერ გაახარებო.


5. პატიოსნება ჭკუის გარეშე სიბრიყვეს გავსო.


6. ღამის საქმე ღამე დაგეგმე და დღისა - დღისითო.


7. წიგნის აღება რო დაგეზარება ხელში, გაიხსენე შვილო რომ მსხვილად და წვრილად დამრთავებს ერთი ფასი აქვთო.


8.ჯობია ღვინომ მოგკლას, ვიდრე მისმა სურვილმაო.


9. სანამ შენ ფიქრობ, სულელი სამ წრეს დაგარტყამსო.


10. თუ ვინმემ გითხრა თუ გინდა უკუღმა დაჯექი, ოღონდ სიმართლე თქვიო, არ დაუჯეროო, ჯერ თვალი ხედავს და მერე ისმენს ყურიო.


11. როცა მოვკვდები, ვინ დამმარხავს სულერთიაო.


12.ცხენს თუ ვერ მოერევი, უნაგირი კი არ უნდა დაუმტვრიო, პირიქით, ოქროსი უნდა აჩუქოო.


13. მარილს თუ გთხოვენ და არა გაქვს, იმის მაგივრად შაქარი არ გაატანო, თორემ შაქარზე მოგეჩვევაო.


14. ცალი ხელით თუ მოგინდა ტაშის დაკვრა, ისე მაინც არ ქნა რომ სახეში ირტყაო.


15. წინა კაცი ყოველთვის არაა უკანა კაცის ხიდიო, გაიხსენე, რომ წინა კაციც შეიძლება დეპრესიაში იყოსო.


16. ნავში თუ ზიხარ, მენავეს ნუ გაეხუმრებიო.


17. ზღვის ვერ დამხრჩვალი, წყლის წვეთმა დაახრჩოო.


18. სანამ დაიძინებ, იმაზე დარდს მოეშვი, შენი ძილის დროს ქვეყანა გაკეთდება თუ დაინგრევაო. გაღვიძების მერეც მოასწრებ დარდსაო.


19. ბავშვს გულს უჩვენებ, გულს გიჩვენებსო.


20. ჭკვიანის და სულელი მეგობრობა, ჭკვიანს უფრო აზარალებს, ვიდრე სულელს არგებსო.
ბრძენი ქალი იყო ბებიაჩემი!