ამერიკელი კაცი გოგოსთვის წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - ვიდეო

  • imedinews.ge
  • 21 სექტემბერი 14:27

ამერიკელი კაცი შეყვარებულისთვის წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია სტივენ ვებერის საცოლემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

კენეშ ანტუანი ტანზანიაში შეყვარებულთან ერთად ისვენებდა. 


სტივენ ვებერმა ანტუანისთვის ხელის თხოვნა წყალქვეშ გადაწყვიტა. მან საცოლისთვის თეთრ ქაღალდზე დაწერილი შესაბამისი ტექსტის და ბეჭდის ჩვენება მოასწრო, თუმცა ანტუანის პასუხი ვეღარ მოისმინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ტანზანიაში ამერიკელი ტურისტი დაიღუპა. 


სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge