სახალისო ისტორია - როგორ მოატყუეს დათო ლიკლიკაძე ქუთაისის ბაზარში

  • 21 სექტემბერი 11:42

ჟურნალიტი დათო ლიკლიკაძე ქუთაისის ბაზარში თავსგადამხადრ ისტორიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"-სადაური ყველია?- ვეკითხები ასაკოვან ქალბატონს


-გოდოგნიდან ვარ დედა, ჩემი ამოყვანილია


-უი ძაან მარილიანია, უმარილო მინდოდა


-უმარილოა დედა, გარედან აქვს მობნეული მარტო


-არ მომატყუოთ! პატარა ბავშვისთვის მინდა


- თუ უმარილო არ იყოს არ ჩავიდე სახლში ცოცხალი


-უი რას ამბობთ ქალბატონო, ამ ყველს გადაუშენდა პატრონი, ამისთვის იფიცებთ...


-პატრონი მე ვარ შვილო და მართლაც გადავშენებულიყვე თუ გატყუებდე


- ვაიმე მაპატიეთ, სხვა რამეს ვგულისხმობდი...


იქეთ ჩავარდი უხერხულში, მერე შვილები და შვილიშვილები იფიცა, ერთი სიტყვით სასწრაფოდ გადავუხადე ფული და სახლში მოვედი. გავჭერით ყველი და უფრო მარილიანი არც არაფერი მინახავს და გამიგონია. გამლანძღეს სახლში ტრადიციულად, ის რომ ყველის ცნობა არ ვიცი და არაფერი მე არ ვიცი.
რატო მოვყევი ახლა ეს ამბავი - ღმერთო მშვიდობით ჩაიყვანე ის ქალი გოდოგანში (რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ისე დაიწყევლა თავი). და თუ მაინც მოხდა სასწაული და ქალბატონი სახლში დაბრუნდა, მის შვილებს და შვილიშვილებს მივმართავ ერთი ორი დღე არ გამოხვიდეთ სახლიდან, ის კიარა და იმნაირი მარილიანი იყო, ერთი კვირა მანქანასაც არ ენდოთ, ეშმაკის მოგონილია."