ფანჯიკიძე ღვთისმშობლობაზე - "ამიტომაა ქრისტიანული რელიგია პროგრესისკენ მიდრეკილი, ინდივიდის რელიგია"

  • digest.pia.ge
  • 21 სექტემბერი 11:05

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ღვთისა და მისი მშობლის ურთიერთობის საოცარ ქრისტიანულ მაგალითზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოსახლეობას ღვთისმშობლობის დღესასწაულს ულოცავს.

"ღვთისმშობლის შობას გილოცავთ.


ქალის, რომელსაც უჩნდება შვილი და მასზე, მის ცხოვრებაზე არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია. მის ნათესაურ საკუთრებადაც არ ითვლება, - სისხლით ნათესაობა არა, სულთა ნათესაობაა მთავარიო, იესო ამბობს და რაც მთავარია, მასწავლებელი შვილია და არა დედა.


სწორედ ამიტომაა ქრისტიანული რელიგია პროგრესისკენ მიდრეკილი, ინდივიდის რელიგია და არა კოლექტიური აზროვნების, ბიოლოგიურ-ჯოგური ინსტინქტებისგან თავისუფალი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.


ფანჯიკიძის პოსტს, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ასე გამოეხმაურა: ეხ .... ნეტავ რამდენი ქრისტიანია ვისაც შესწევს ძალა ამ მორალის გაცნობიერებისა და გაზიარების....


21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.

სრული ვერსიის ნახვა digest.pia.ge