"ეს მევახშე საუბრობს, რომ დასავლეთი და დასავლური ღირებულებები უნდა?" - რას წერს თაკო ჩარკვიანი

  • 20 სექტემბერი 23:31

პარტია "კანონი და თავისუფლების" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე  "Daily info"-ს მასალას "აშიარებს".


 

 

მასალაში საუბარია, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა კომპანია Capital Limited-თან დაკავშირებით, რომელიც მამუკამ ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა,  განმარტებას ითხოვს.


„ჩემი აზრით თავად მამუკა ხაზარაძის განმარტება იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რეალურად რა წარმომავლობის არის ის ფული, რომელიც იდებოდა ანაკლიის პროექტში, რომელშიც თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა. ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტში როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც არა მხოლოდ კომერციული, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენთვის სერიოზული დატვირთვა ექნება, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დასავლელი ინვესტორების მხარდაჭერით განხორციელდეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


მამუკა ხაზარაძე ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა. სავარაუდოდ, მის ამ გამოსვლას ეძღვნება ჩარკვიანის პოსტიც:


"აი ეს “ტიპი” დგას ტრიბუნასთან- ახალი მახე გაუბედურებული ხალხისთვის და ეს მევახშე საუბრობს, რომ დასავლეთი და დასავლური ღირებულებები უნდა??!!"