ხეიბარ კუს ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრეს (ფოტო)

  • imedinews.ge
  • 20 სექტემბერი 22:45

ამერიკელი რენდი ბეტცი დელავერის შტატში ცხოვრობს, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და თავისუფალ დროს კუების გამრავლებით არის დაკავებული.

რამდენიმე თვის წინ მისი ერთ-ერთი კუ ზურგის დეფორმაციით დაიბადა, რის გამოც უკანა კიდურებს ვერ იყენებდა.


მან კუს ჯავშანზე ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრა და ჩანაფიქრმა გაამართლა. კუმ სწრაფად გადაადგილება ისწავლა და კვების პრობლემა აღარ უჩნდება.


 


 
სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge