პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დევაძე მოკლული პოლიციელის სახელზე ეკლესიას აშენებს

  • resonancedaily.com
  • 20 სექტემბერი 18:00

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატის, თეონა ქორიძის განცხადებით, დევაძე მის მიერ მოკლული თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს. ადვოკატმა ამის შესახებ პრესკონეფერნიაზე განაცხადა.

პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.


რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში" 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.


ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.


ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.


 

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com