"შენ ყოფილხარ ცეცხლი" - რას წერს ნინი ბადურაშვილზე ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე

  • 20 სექტემბერი 17:31

საქართველო და კერძოდ ბათუმი იქნება ის ადგილი, სადაც 2020 წლიდან ჩატარდება ყოველწლიური მსოფლიოს იახტების დიზაინერების დაჯილდოვება და ფორუმი.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ავრცელებს.


"არც ვიცი საიდან დავიწყო! მოკლედ საქართველო და კერძოდ ბათუმი იქნება ის ადგილი, სადაც 2020 წლიდან ჩატარდება ყოველწლიური მსოფლიოს იახტების დიზაინერების დაჯილდოვება და ფორუმი! მსოფლიო იახტების დაჯილდოვების (World Yachts Trophies) და ჟურნალ World Yachts Magazine-ს ეგიდით ! ვიმეორებ მსოფლიო! მინდა სწორედ გამიგოთ და წარმოიდგინოთ სტუმრების რა კატეგორიაზეა საუბარი, იახტების მწარმოებელ კომპანიებზე და მათ მფლობელებზე! ასევე დიზაინერებზე და იახტების მფლობელებზე! დღეს ამ ყველაფერს მოეწერა ხელი და ლოკაცია "ბათუმი" ექსკლუზიურად დარჩება ამ ღონისძიების არსებობის მანძილზე! ოქტომბერში გვესტუმრება მნიშვნელოვანი სტუმრები და პრესკონფერენციაზე მეტ დეტალებზე ვისაუბრებთ!",-წერს ჩიკვაიძე.


ბიზნესმენის პოსტს მომღერალი ნინი ბადურაშვილი იზიარებს:


"უმაგრესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის! Giorgi Chikvaidze შენ ხარ რაც ხარ p.s კარგი ფეხი მქონია"


ნინი ბადურაშვილს კი ჩიკვაიძემ დაუკომენტარა - "ფეხი კიარა შენ ყოფილხარ ცეცხლი"