ჩინეთში ჟურნალისტებს პრეს ბარათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიანიჭებენ თუ პრეზიდენტისადმე ერთგულების ტესტს ჩააბარებენ

  • tabula.ge
  • 20 სექტემბერი 16:26, 2019 წელი

ჩინეთში ჟურნალისტებს პრეს ბარათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიანიჭებენ თუ პრეზიდენტ სი ძინპინისადმი ერთგულების ტესტს ჩააბარებენ.

ოქტომბერში საპილოტე ტესტში 14 სახელმწიფო მედიიდან 10 000 პეკინელი ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას.


ტესტით სი ძინპინის პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და მარქსიზმის ცოდნა შემოწმდება - გამოცდა 5 ნაწილისგან იქნება შედგენილი, აქედან სულ მცირე 2 სი ძინპინის პოლიტიკური მსოფლმხედველობის ცოდნის შემოწმებას, ერთი კი მარქსიზმს დაეთმობა.

სრული ვერსიის ნახვა tabula.ge