"ყველას გამოგვიცდია დანაკარგი, ყოველთვის განვიცდით საოცარ მარტოობას" - ბრედ პიტის ინტერვიუ

  • tormeti.com
  • 20 სექტემბერი 10:47

ბრედ პიტმა მამებზე, შვილებთან ურთიერთობაზე, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შედეგად გამოწვეულ გრძნობებზე და ჰარვი ვაინშტაინთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩემი პერსონალური გამოცდილება რაღაც მხრივ უნივერსალურია, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ შენ იცი ჩვენი მშობლები, ჩვენი სამყარო, ჩვენი ღმერთები, ჩვენი პირველი ანაბეჭდები იმაზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს და როგორ უნდა ვგრძნობდეთ ამ სამყაროში. ამ ყველაფრისგან, სხვადასხვა დონეზე, ზოგიერთი ჩვენგანი ატარებს უფრო მეტ ტკივილსა და იმედგაცრუებას. ვფიქრობ, თითქმის მთელი ცხოვრებაა საჭირო მიხვდე რა არის შენი და რა არის მათი", - თქვა ბრედ პიტმა მშობლის ურთიერთობებზე.


ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ 2016 წელს დაშორნდნენ. ამის შემდეგ, მსახიობი წელიწადნახევარი ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბში დადიოდა და ალკოჰოლური სასმელების სმა შეწყვიტა.


"ჩვენ ყველას გამოგვიცდია დანაკარგი, ჩვენ ყველა ყოველთვის განვიცდით საოცარ მარტოობას და ძალიან კარგები ვართ იმაში, რომ ამ ყველაფერს არ გავუმკვლადეთ, სადღაც შორს ჩავკეტოთ. ზოგიერთი ჩვენგანი კი ძალიან კარგია იმაში, რომ ამ გრძნობებს გაყვეს და მეორე მხრიდან უფრო თავდაჯერებული და მოსიყვარულე გამოვიდეს".


ბრედ პიტმა ჰარვი ვაინშტანთან დაპირისპრებაზეც ისაუბრა. 1990-იან წლებში ის გვინეტ პელტროუს შეყვარებული იყო, რომელმაც ცნობილი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პელტროუს თქმით, მას ჰარვი ვაინშტაინმა ბევერლი ჰილსის სასტუმროში შეხვედრის დროს ხელები ძალით მოკიდა და საძინებელ ოთახში მასაჟის გაკეთება შესთავაზა. სწორედ, ამ ფაქტის შემდეგ დაუპირისპირდა პიტი ვაინშტაინს.


"ამ დროს, მე უბრალო ბიჭი ვიყავი Ozarks-დან და ასე ხდება რაღაცებთან დაპირისპირება. მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, რომ მომავალში არაფერი მოხდებოდა, რადგან ის [გვინეტ პელტროუ] ორ ფილმში თამაშს აპირებდა", - თქვა ბრედ პიტმა.

სრული ვერსიის ნახვა tormeti.com