თერჯოლაში არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო – გახდა თუ არა მოზარდი ინტერნეტთამაშის მსხვერპლი

  • 19 სექტემბერი 22:12

თერჯოლის რაიონში, სოფელ ჭოგნარში არასრულწლოვანმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

მედიაჰოლდინგ "კვირას"  ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი, ოჯახის წევრებმა იპოვეს. როგორც მეზობლები “კვირასთან” საუბარში აღნიშნავენ, მოზარდი წყნარი და უკონფლიქტო იყო, თუმცა სავარაუდო ვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაშსს არ გამორიცხავენ.
​ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილის ოჯახს სოციალური პრობლემები არ ჰქონია და მომხდარი მათთვის მოულოდნელი იყო.