ვინ არის ქალი, ვისზე დაქორწინების სანაცვლოდაც ოთო ნემსაძეს დიდ კარიერას დაპირდნენ

  • 19 სექტემბერი 17:49, 2019 წელი

"რუსთავი2"-ზე გადაცემა "ფარული კონვერტი" 23 სექტემბერს გავა. მაყურებელი მომღერალ ოთო ნემსაძის ფარული ამბების შესახებ შეიტყობს.

 

 

გადაცემის პრომოდან ირკვევა, რომ ოთო ნემსაძეს ვინმე ქალზე დაქორწინების სანაცვლოდ, დიდ კარიერას სთავაზობდნენ. უცნობია, ვინ არის ეს ქალი და გახსნის თუ არა ოთო ნემსაძე ფარულ კონვერტს. ყველაზე ცნობილების ფარული ამბების შესახებ გადაცემის წამყვანი  ია ფარულავა მოგვიყვება.