თხილს, როემელიც Nutella-ში გამოიყენება, ბავშვები აგროვებენ

  • fortuna.ge
  • 19 სექტემბერი 15:34

BBC-ის ინფორმაციით, თხილს, რომლისგანაც Ferrero თავის პროდუქციას აწარმოებს, მიგრანტები და ბავშვები კრეფენ. ისინი საათობით მუშაობენ და ამაში საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

"როდესაც თხილს ახსენებენ, ეს ჩემს გონებაში ტანჯვასთან ასოცირდება. ეს მძიმე სამუშაოა",- აღნიშნავს მკრეფავი, რომელსაც 35 კილოგრამიანი ახალდაკრეფილი თხილით სავსე ტომარა უჭირავს.


სამუშაო საკმაოდ დამღლელია და დღეში 10 საათს გრძელდება. ფერდობები კი ისეთი ციცაბოა, რომ მარტივია ფეხი დაგიცდეს. ორი მკრეფავი, მუსტაფა და მუჰამედი აქ არალეგალურად მუშაობენ. ისინი მხოლოდ 10 და 12 წლის არიან, რაც თურქეთში სამუშაო ასაკის ზღვარზე დაბალია. მკრეფავების უმეტესობა მიგრანტები არიან.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge