"რუსთავი 2"-ის ახალი სკანდალი - გადაწყვეტილებას ოქტომბერში გაასაჩივრებენ

  • resonancedaily.com
  • 19 სექტემბერი 10:33

პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ძმებ ყარამანაშვილებთან ერთად, დიდ პალატაში, შპს
"ტვ საქართველოს" მფლობელიც გაასაჩივრებს:

"რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ პალატაში აუცილებლად გავასაჩივრებთ და ეს ჩვენი ოჯახის აზრია. სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, გასაჩივრების ვადა ოქტომბერში იწურება და ,ბუნებრივია, მანამდე გასაჩივრდება.


სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა, აღნიშნული იყო, რომ ძმები ყარამანაშვილები და შპს "ტვ საქართველო" აპირებენ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას. მართალია, ჩემი შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია "რუსთავი 2"-ის წილს არ ფლობდა, მაგრამ სამაგიეროდ, "ტვ საქართველოა" ამ ტელეკომპანიის მფლობელი, ხოლო შპს "ტვ საქართველოს" ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს", - აცხადებს ნაყოფია.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com