რაც ნაკლები აქვს ადამიანს პატივმოყვარეობა, მით უფრო ძვირად ფასობს

  • fortuna.ge
  • 18 სექტემბერი 12:58, 2019 წელი

ერიხ მარია რემარკის ცნობილი ფრაზები:

ბედნიერება ყველგანაა, მთავარია, არ დაიზარო და აიღო.


უმჯობესია მოკვდე მაშინ, როცა სიცოცხლე გინდა, ვიდრე იცოცხლო მანამდე სანამ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება.


ვერავინ გახდება ისე უცხო, ვიდრე ის, ვინც ერთხელ უკვე გიყვარდა.


სიყვარულს არ სჭირდება მტკიცება, სიყვარულს მოქმედება უნდა.


რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანი, მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.


არაფერია იმაზე დამღლელი, ვიდრე ადამიანი, რომელიც იმ ინტელექტის დემონსტრირებას ცდილობს, რომელიც არ აქვს.


ყველაზე მსუბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანლები პედანტი იდეალისტები არიან.


რაც ნაკლები აქვს ადამიანს პატივმოყვარეობა, მით უფრო ძვირად ფასობს.


თუ საკუთარი შიშის დამალვა გინდა, არ ღირს ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენა.


ქალი ან ხელის გულზე უნდა ატარო ან საერთოდ დატოვო, რადგან სხვა ყველაფერი  სიცრუეა.


ქალი, რომელიც სხვას ეკუთვნის უფრო სასურველია, ვიდრე ის, ვისი მოპოვებაც ყოველთვის შეიძლება.


სიყვარულის გარეშე ადამიანი მხოლოდ მიცვალებულია შვებულებაში.


ამბობენ, ყველზე რთული 70 წლამდე მიღწევაა, თორემ მერე ყველაფერი მარტივად გეჩვენება.


მონანიება ყველაზე უსარგებლო საქციელია, რადგან არაფრის დაბრუნება, არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.


ზოგჯერ პრინციპების დარღვევაც საჭიროა, რადგან სხვაგვარად მათგან ხეირი არ არის.


სიყვარულია, თუ სულ კამათი გინდა “მასთან”.


სამყარო დიდი ხანია თვითმკვლელობისთვის ემზადება, უბრალოდ აღიარება არ უნდა.


თუ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, რა საჭიროა უშედეგოდ გაგიჟება.


ის, რისი მოპოვებაც არ შეგიძლია, ყოველთვის იმაზე უკეთესად გეჩვენება რაც გაგაჩნია. სწორედ ამაშია ადამიანის რომანტიზმიც და იდიოტიზმიც.

წყარო: fortuna.ge