ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 65 წლის კაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 18 სექტემბერი 12:26

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.


ინფორმაციას  ხარაგაულის მერიაში ადასტურებენ.


მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.


გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.


ამჟამად გარდაცვლილს ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.


ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში კრაზანა ძალიან მომრავლდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge