"ვიცი რა არის უფროსუმცროსობა, ტრადიციები და ოჯახური ფასეულობები" - ლელა წურწუმია

  • სარკე
  • 18 სექტემბერი 10:52

პოპ დივა ლელა წურწუმია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში შვილთან, მარიკო მამულაშვილთან ურთიერთობის, კარიერის და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. 

"მარიკოსთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არის რაღაცებუი, რაც არ მომწონს. მაგალითად, ვერ ვიგებ მუდმივად ყურსასმენებით რატომ უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა მას ველაპარაკები. მე მაინც ვთვლი, რომ თითოეული ადამიანი არის თავისი ოჯახის პროდუქტი. მე ვიცი რა არის უფროსუმცროსობა, ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები, რაც ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში",- ამბობს წურწუმია. 

წყარო: სარკე